Перевод: с грузинского на русский

с русского на грузинский

ანუ ფელგამი

  • 1 ბალღამი

    φλέγμα, ოთხნი ბალღამნი მოიხსენებიან ი. დამასკელის წიგნსა შინა და არიან აგებულებასა შინა კაცისასა და სხუათა ცხოველთასა იგივე, რაჲცა ხილულსა სოფელსა შინა ოთხნი ნივთნი: მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი, რომელთაგან შენივთებულ არს გუამიცა კაცისა და არა იქმნების ესრეთ თანასწორ შეზავება მათი, რათა ერთი რომელიმე არა სჭარბობდეს მეორეთა და ესრეთ, ვისცა სჭარბობს მიწა, მას ეწოდება მიწის კერძი, ანუ მელანხოლიკოსი (μελάνος - შავი და χόλη - ნაღველი) თჳსება მისი არს მძიმე, დაფიქრებული, ანუ სევდიანი, ვისცა სჭარბობს წყალი, მას ეწოდება ფლეგმატიკოსი (φλεγματικός) და აქუს თჳსება გულგრილისა, ვისცა სჭარბობს ჰაერი, მას ეწოდება ხოლერიკოსი (χολεριικός), აქუს თჳსება ქარიანი და მხიარული, ვისცა სჭარბობს სისხლი, მას ეწოდება ცეცხლის კერძი ან სანგჳნიკოსი (Sanguinicus, ხოლო Sanguis სისხლი), თჳსება მისი არს მრისხანება ანუ გულფიცხელობა. ხარისხნი სიჭარბისა მათისანი არიან სხვადასხუა, რომელ ვიეთთა შორის იქმნებიან ფრიად გარდამეტებით და სხუათა შორის მცირედ და ძვილ შესამეცნებელ. ოთხნი ესე არიან სახენი საზოგადოდ, ეწოდება მათ ლათინურად ტემპერამენტი, темперамент, Temperamentum და ბალღამი (φλέγμα, არაბულად ნაზლა), ხმარებულ არს ნათესავის წილ. ოთხნი ბალღამნის მაგიერ ჯერ არს თქმად ოთხნი ტემპერამენტნი: მელანხოლია, ჶლეგმატიკა, ხოლერიკა და სანგვინიკა. ხოლო შინაგანისა აგებულებისა დაწყობილება არს ესრეთ; მიწის საცავი არს ელენთა, წყლისა - ნაღველი, ჰაერისა - ფილტჳ და სისხლისა - გული და ღვიძლი. ესენი საბას აღუწერია ლექსსა თანა რევმა, ρεΰμα, ток, поток, fluxus.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ბალღამი

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»